კაპროვანის სანაპიროზე,ზღვაში ორი მოქალაქე დაიხრჩო. მათ შორის ერთი არასრუწლოვანია.როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მაშველებმა წყლიდან ორივე მოქალაქე უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს,თუმცა პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიუხედავად, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მათივე ცნობით კაპროვანის სანაპიროზე, რომელიც ურეკსა და შეკვეთილს შორის მდებარეობს,მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები.