კახეთში უბედურ შემთხვევას შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა

კახეთში, შუახნის მამაკაცი სამუშაოების შესრულების დროს სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა თუშეთის გზაზე მშენებარი ჰესის ტერიტორიაზე მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.