ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპროვანში, მშენებარე სასტუმროდან ორი მუშა გადავარდა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა , მეორე კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ფოთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერმა კესო გელენიძემ განაცხადა, რომ დაშავებულს სხვადასხვა სახის ტრავმული დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ისინი სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.







