კოსტავას გაგრძელება-გზის საფარის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

რუსთავში კოსტავას გამზირის გზის საფარის რეაბილიტაციაზე რუსთავის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

წინადადებების მიღება 9 აგვისტოდან იწყება და 14 აგვისტოს დასრულდება.სამუშაოების ფარგლებში კოსტავას #21 დან მეტალურგიულ ქარხანამდე მისასვლელი გზა მოასფალტდება,იგივე მონაკვეთზე გარე განათებები დამონტაჟდება. სატენდერო პროცედურების დასრულების შემდეგ, მეტალურგიულ ქარხანამდე მისასვლელი სანიაღვრე სისტემის სამუშაოები იგეგმება, ტროტუარებზე და ხეივანში მოეწყობა სარწყავი სისტემა.

სატენდერო ხელშეკრულების ღირებულება 3 760 210 ლარს შეადგენს.