ლენტეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია

ლენტეხის რაიონის რამდენიმე სოფელი სტიქიის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილია.

მდინარე ჩოლშურა ადიდდა და სოფელ დვრიშში, ტვიბსა და ესიერთან დამაკავშირებელი გზა ჩახერგა.

სტიქიის შედეგად სოფლებთან დამაკავშირებელი გზა მთლიანად წაღებულია. შესაბამისი სამსახურები სპეციალური ტექნიკის დახმარებით ხიდის გადარჩენას ცდილობენ.

ადგილზე მუნიციპალიტეტის და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.