ლიფტის შახტაში 2 წლის ბავშვი ჩავარდა

ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტაში 2 წლის ბავშვი ჩავარდა.
შემთხვევა ბათუმში აღმაშენებლის #24 ნომერში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვი პირველ სართულზე ლიფტის კართან იმყოფებოდა, რა დროსაც კარი გაიღო და ბავშვი ჩავარდა.

ბავშვი ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში არის გადაყვანილი, მან დაზიანებები სახის არეში მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო სამუშაოებისას წესების დარღვევას გულისხმობს.