საქართველო სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე, მარნეულის რაიონის სოფელ კაჩაგანთან ხანძარია .სასაზღვრო ზოლში ბუჩქნარი და ეკალბარდები იწვის. ხანძარი თავდაპირველად სომხეთის მხარეს გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდა -ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს .
სამსახურის ცნობით , ადგილზე მობილიზებულია შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ხანძრის ლოკალიზებაში მონაწილეობას 35-მდე მეხანძრე-მაშველის იღებს.
საზღვრის მეორე მხარეს, სამუშაოებში ჩართულია სომხეთის სახანძრო დანაყოფები.
აღნიშნულ სასაზღვრო ზოლში ტყის მასივი და დასახლებული პუნქტი არ არის.