ძლიერი წვიმამ და სეტყვამ მარნეულის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფელი დააზარალა. შედეგად, რამდენიმე სოფელში საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა, განადგურდა სახნავ-სათესი სავარგულების ნაწილი, ასევე დაიტბორა შენობების პირველი სართული. ამ ეტაპზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.