მეგობრობის გამზირზე ველობილიკი მოიხატა (+ფოტო)

მეგობრობის გამზირზე ველობილიკი მოიხატა და შესაბამისი საგზაო მონიშვნა განთავსდა.

მოქალაქემ მერიას მიმართა, რის შემდეგაც რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლებმა ბილკზე შესაბამისი საგზაო მონიშვნა განათავსეს.

საგზაო მონიშვნა ბილიკზე ავტომობილებს გაჩერების უფლებას უკრძალავს.