მეგობრობის გამზირის 2 ნომერში სახანძრო-სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული. აგრეთვე, ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
როგორც ტვ4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება,საცხოვრებელ სახლში ცეცხლი საყოფაცხოვრებო ტექნიკას გაუჩნდა . ხანძრის ლოკალიზებისთვის საცხოვრებელი სახლის კარის შემტვრევა გახდა საჭირო.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.