მე-14 მიკრორაიონში სახანძროს სამი ეკიპაჟია მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივანზე საყოფაცხოვრებო ნივთებს გაუჩნდა.
ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.