მე-19 მიკრორაიონში წყლის მილი დაზიანდა (+ფოტო)

მე-19 მიკრორაიონში მე-10 კორპუსთან წყლის მილი დაზიანდა, რამაც ტერიტორიის დატბორვა გამოიწვია. 
მილის დაზიანება სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია. 

კომპანია ” რუსთავის წყლის” წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და სამუშაოებს აწარმოებენ. 

კომპანიამ რამდენიმე წუთის წინ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.  

“4 ივლისი.
ქ.რუსთავი, 19 მ/რ-ის N 10-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 04/07-ის 16:30-დან 23:50-მდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ:
11,17,18,19 მ/რ,”- ნათქვამია განცხადებაში.