მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურისა და შს სამინისტროს ხელში ვართ-მამუკა ხაზარაძე

მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში ვართ, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძე დღეს პროკურატურაში მივიდა, სადაც ჟურნალისტებთან მისთვის ბრალის წაყენებაზე კომენტარი გააკეთა.

„გამოძიებას ჩვენ ამ ტრანზაქციაზე მივაწოდეთ სრული ინფორმაცია. თქვენ იცით, რომ რამდნიმე იურიდიულმა და აუდიტორულმა ორგანიზაციამ ჩაატარა ამის გამოკვლევა. ის რაც დღეს გააჟღერეს არის აბსოლუტური აბსურდი. მე ძალიან მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში ვართ ჩვენ,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.