“აბიტურიენტების უმრავლესობამ შეძლო და მოახერხა მოსულიყო გამოცდაზე. რაც შეეხება იმ ნაწილს, ვინც ეს ვერ მოახერხა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს, აქვთ კონკრეტული გეგმა, რა გეგმის მიხედვითაც უზრუნველყოფენ ამ პირებისათვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ვმუშაობთ და გვაქვს კონკრეტული გეგმა,”- განაცხადა სოფო გორგოძემ.
1 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. საქართველოს მასშტაბით ერთიან ეროვნულ გამოცდებში 41 000 აბიტურიენტია რეგისტრირებული.









