პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ქობულეთში ორი ადამიანი დაშავდა (+ვიდეო)

ქობულეთში პარაშუტის პლაჟზე ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევის მიზეზად საფრენი აპარატის გაუმართაობას ასახელებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 275-ე მუხლით დაიწყო , რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობისა და უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.