პოლონეთში ლგბტ მარშზე თავდამსხმელები დააკავეს

პოლონეთში ლგბტ მარშის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის პოლიციამ 25 ადამიანი დააკავა.

ლგბტ აქტივისტები თანასწორობის მარშს ქალაქ ბიალისტოკში პირველად მართავდნენ, რა დროსაც მათ ადამიანთა ჯგუფი თავს დაესხა. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ელზბიეტა ვიტეკის განცხადებით, ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც კანონს დაარღვევს, უნდა იცოდეს, რომ ამისთვის პასუხს აგებს.

ლგბტ უფლებები მზარდი საკითხია პოლონეთის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც ოქტომბერშია დაგეგმილი.

ინფორმაციას “ევრონიუსი” ავრცელებს.