“რეგიონების განვითარებისთვის 2019” (+ფოტო)

თბილისში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2019 წელს განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების შედეგებს წარმოადგენს. შემაჯამებელ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთარობისა და პარლამენტის წევრები და რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულები ესწრებიან. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული 6 -თვიანი გეგმის შესრულებამ 100%-ს გადააჭარბა. 6 თვეში განხორციელებული ინფრასტრუქტური პროექტების საერთო ღირებულებამ კი 673 მილიონი ლარი შეადგინა.