რეჟისორი და მსახიობი ვახტანგ ალავიძე გარდაიცვალა (+ფოტო)

68 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ რეჟისორი და მსახიობი ვახო ალავიძე გარდაიცვალა.

ალავიძე რუსთავში 80-იანი წლებიდან მოღვაწეობს,მას შემდეგ რაც ქალაქში თოჯინების სახელმწიფო თეატრი გაიხსნა . წლების განმავლობაში ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიაში გადაცემა „დიდობანას“ ავტორი იყო. როგორც მსახიობი მოღვაწეობდა რუსთავის ლიტერატურულ თეატრში,აქტიურად თანამშრომლობდა რუსთავის დრამატულ თეატრთან
.2011 წელს, როდესაც რუსთავში საბავშვო-საყმაწვილო დასის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, სწორედ მან და მისმა თანამოაზრეებმა ახალი თეატრალური კერა რუსთავის კულტურის სახლში გააჩინეს.ვახო ალავიძის სპექტაკლებზე თაობები გაიზარდა

ბოლო პერიოდში, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად , აქტიურად მუშაობდა სპექტაკლებზე – “წიქარა” და “ურჩი ბეკეკოები”, რომელთა დასრულებაც სამწუხაროდ ვერ მოასწრო.

ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია tv4 მწუხარებით უსამძიმრებს ვახო ალავიძის ოჯახსა და ახლობლებს.