რუსეთში, საბავშვო ბანაკში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში, კარვების საბავშვო ბანაკში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. ყველა მათგანი არასრულწლოვანია.

როგორც გაირკვა, ხანძრისას 10 წლის ბიჭი თანატოლებს კარვებიდან გამოსვლაში ეხმარებოდა. შედეგად მან სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კომაში ჩავარდა.

მანამდე ინფორმაცია 3 მსხვერპლის შესახებ გავრცელდა. ხანძრის შედეგად 26 კარვიდან 20 დაიწვა. ბანაკში სულ 189 ბავშვი იმყოფებოდა.

ბანაკში შემოწმება მაისში ჩატარდა. ადმინისტრაციას პირველ აგვისტომდე იმ დარღვევის აღმოფხვრა დაევალა, რომელიც ევაკუაციის გეგმის არარსებობას უკავშირდებოდა.