რუსეთში საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილების განხილვას არ გამორიცხავენ

რუსეთში საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების გადახედვას არ გამორიცხავენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსულ გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს .

„უნდა იყოს ნაბიჯების თანმიმდევრულობა. თუ საქართველოში ვითარების ნორმალიზაცია მოხდება, რუსოფობია შეწყდება, იქნება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიები, შესაძლებელი იქნება ავიამიმოსვლის შესახებ საუბარი“, – განუცხადეს „კომერსანტს“ რუსეთის საგარეო უწყებაში.

მედიასაშუალების ცნობით, სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, შესაძლებელი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების იდეაზე მუშაობის განახლება.