რუსთავის ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტი მოიხატა(+ფოტო)

ჯანმრთელობის ხელშეწყობით სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რუსთავის ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტი მოიხატა, რომელიც ახალგაზრდების ფიზიკურ გააქტიურებას ისახავს მიზნად.

პროექტი რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელშეწყობით ჩატარდა.

მოხატვის პროცესში ჩართული ყვნენ, როგორც ადგილობრივები ასევე სამხატვრო სკოლის მოსწავლეები.

მსგავსი ღონისძიება სხვა რეგიონებშიც იგეგმება.