რუსთავის მერმა შიდა ფინანსური მართვის შესახებ გამართულ შეხვედრაზე პრეზენტაცია წარადგინა

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, პროექტის – ,,გამართული შიდა კონტროლის სისტემა ეფექტური თვითმმართველობისთვის“ შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო და თემაზე – ,,შიდა კონტროლის სისტემების როლი თვითმმართველი ერთეულების ეფექტურად ფუნქციონირებაში“ პრეზენტაცია წარადგინა.

შეხვედრა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრის) ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას სახელმწიფო სტრუქტურების: სამინისტროების, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტების და სახელწიფო აუდიტის სამსახურის, ასევე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები დაესწრნენ. შეხვედრაზე, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემაში არსებული მდგომარეობა განიხილეს და ამ კუთხით, 2018 წლის განმავლობაში განხორციელებული აქტოვობები შეაჯამეს.

2018 წელს, ჰარმონიზაციის ცენტრმა, USAID-ის პროექტის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (GGI)“ მხარდაჭერით, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის შეფასება, რვა მუნიციპალურ ერთეულში : რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ქუთაისში, მცხეთაში, ახალციხესა და თელავში მოახდინა. გარდა ამისა, ზუგდიდში, თელავსა და ქობულეთში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, სისტემური აუდიტის პილოტური პროექტებიც განხორციელდა.

პროექტის – „გამართული შიდა კონტროლის სისტემა ეფექტური თვითმმართველობისთვის“ მიზანი, მუნიციპალურ დონეზე, საჯარო ფინანსების ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფაა