დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღეა.
აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. მათ ტესტის შესასრულებლად სამი საათი და 45 წუთი აქვთ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის ინფორმაციით, რუსთავის საგამოცდო ცენტრში დღეს, ჯამში 7 აბიტურიენტი გამოცდაზე არ გამოცხადდა.
დილის სესიაზე რეგისტრირებული 496 აბიტურიენტიდან 1 , ხოლო მეორე სესიაზე 465 რეგისტრირებული აბიტურიენტიდან 6 გამოცადზე არ გამოცხასდა.
გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევები არ ყოფილა.









