რუსთავის საგამოცდო ცენტრში დღეს 118 აბიტურიენტი გამოცდაზე არ გამოცხადდა

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების მეოთხე დღეა.

აბიტურიენტები გამოცდას ზოგად უნარებში აბარებენ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის ინფორმაციით, რუსთავის საგამოცდო ცენტრში დღეს პირველ სესიაზე რეგისტრირებული 661 აბიტურიენტიდან 106 გამოცდაზე არ გამოცხადდა.
ხოლო მეორე სესიაზე 661 რეგისტრირებულიდან გამოცდაზე 12 აბიტურიენტი არ გამოცხადაა.

ჯამში დღევანდელ სესიებზე 1 322 რეგისრირებული აბიტურიენტიდან, 118 გამოცდაზე არ გამცხადდა.

გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევები არ ყოფილა.