რუსთავში მცხოვრებ უსინათლო პირებს საჩუქრად კომპიუტერები გადაეცათ

რუსთავის მერმა ქალაქში მცხოვრებ უსინათლო პირებს საჩუქრად კომპიუტერები გადასცა.

მერიამ, ქალაქში მცხოვრები უსინათლო პირებისთვის არაფორმალური განათლების მიღების მიზნით, საქართველოს უსინათლოთა კავშირის მიერ წარდგენილი ,,უსინათლოთა საზოგადოებაში დამკვიდრების ხელშეწყობის პროექტი“ დააფინანსა.

პროექტის ფარგლებში, რუსთავის მერიამ სამი კომპიუტერი შეიძინა. კომპიუტერებში უსინათლო პირებზე ადაპტირებული ხმოვანი კომპიუტერული პროგრამები ჩაიტვირთება.

აღნიშნული პროგრამების მეშვეობით, რუსთავში მცხოვრები უსინათლო პირები არაფორმალურ განათლებას მიიღებენ.