საბერძნეთში რუსმა პატიმარმა საქართველოს მოქალაქის მკვლელობა აღიარა- ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინსიტრო ავრცელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საკონსულო ციხის ადმინისტრაციასთან აქტიურ კომუნიკაციაშია. მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, საბერძნეთის ციხეში რუსმა პატიმარმა ქართველი პატიმარი ცემით მოკლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორივე პატიმარი სასჯელს ქურდობისთვის იხდიდა. რაც შეეხება მათი დაპირისპირების მიზეზს, ეს ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევა შაბათს ნიგრიტას ციხეში მოხდა, დაშავებული ქართველი პატიმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.









