სკოლებსა და ბაღებს აცრების დოკუმენტის მოთხოვნის ვალდებულება ამ დრომდე არ აქვთ

სკოლებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებს აცრების დოკუმენტის მოთხოვნის ვალდებულება ამ დრომდე არ აქვთ.

ნორმატიული აქტები, რომლის თანახმადაც, 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროფილაქტიკური აცრების ჩატარება სავალდებულო 2019 წლის 1-ელი ივლისიდან უნდა ყოფილიყო, დამტკიცებული ჯერ კიდევ არ არის.

შესაბამისად, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს აცრების დოკუმენტის მოთხოვნის ვალდებულება არ აქვთ.
შესაბამის უწყებებს ნორმატიული აქტების შემუშავების ვადა კანონის თანახმად, 1-ელ ივლისამდე ჰქონდათ. თუმცა, როგორც ჯადნაცვის სამინისტროში აცხადებენ, ნორმატიული აქტის დამტკიცება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. განათლების სამინისტროში დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარს საერთოდ არ აკეთებენ. 2018 წლის ნოემბერში, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილების შემდეგ ორივე უწყებას ვადა 2019 წლის 1-ელ ივლისამდე მიეცათ,თუმცა არც ერთი უწყების დოკუმენტები მზად არ არის. ოფიციალური წყაროებით,საბჭოს სხდომაზე ნორმატიული აქტის გატანა უახლოეს დღეებში იგეგმება.