საბერძნეთში მომხდარ მიწისძვრას საქართველოს საელჩო ეხმაურება

საბერძნეთში, ათენიდან 23 კმ-ში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით საბერძნეთში საქართველოს საელჩო მიმართვას ავრცელებს და საქართველოს მოქალაქეებს დახმარებას სთავაზობს.

“საქართველოს იმ მოქალაქეებს,რომლებსაც შესაძლოა ესაჭიროებოდეთ საქართველოს საელჩოს დახმარება,დღეს,საბერძნეთის დროით, 14:30 საათზე,ქ ათენიდან 23 კილომეტრში,რიხტერის შკალით 5,3 სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად,შეგახსენებთ, რომ 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს საელჩოს ცხელი ხაზი +30 699 577 97 93 ” – ნათქვამია ქ.ათენში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ათენიდან ჩრდილო-დასავლეთით 23 კილომეტრის დაშორებით, დასახლებულ პუნქტ მაგულასთან დაფიქსირდა.

რყევის მაგნიტუდა 5,3 ბალს შეადგენდა. ეპიცენტრი დედამიწის ზედაპირიდან 12,9 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.