19 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტში “წითელი ხიდი” და „სადახლო-საავტომობილო“ , არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში 22,260 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
კანონდამრღვევ მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი, და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.
ხოლო, 19 ივნისს, “სადახლო-საავტომობილოზე” აღმოჩენილი სამართალდარღვევის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.









