მსხვილფეხა პირუტყვის სიკვდილიანობა სადახლოში-პირუტყვის დახოცვის მიზეზი სავარაუდოდ მოწამვლა გახდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოწამვლის შედეგად დაიხოცა ორი მსხვილფეხა პირუტყვი, სამი სავარაუდოდ მოიწამლა. სურსათის ეროვნული სააგენტო რაიმე სახის ინფექციას გამორიცხავს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურება გულისხმობს