ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მეექვსე მოწვევის საკრებულოს რუსთავის განვითარების, ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მართავს.
მხარეები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ საკითხს განიხილავენ, რომელიც 5 რუსთაველი ახალგაზრდის პოლონეთში საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში გამგზავრების საორგანიზაციო საკითხებს შეეხება.
დღეს რიგით მეორე შეხვედრაა, პირველ სხდომაზე დეპუტატებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა ახალგაზრდების შერჩევის კრიტერიუმებზე იმსჯელეს.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესკვირეული პოლონეთში 17დან 24 აგვისტომდე გაიმართება.