საკრებულოს წევრები ,,გდინიას ბიზნეს კვირეულის” მონაწილეებს შეხვდნენ

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ის ხუთი ახალგაზრდა შეარჩიეს, რომლებიც „გდინიას ბიზნეს კვირეულზე“ გაემგზავრება და მიიღებს მონაწილეობას.

დღეს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და საკრებულოს რუსთავის განვითარების, ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი გიგა ჯღარკავა შერჩეულ მონაწილეებს და მათ მშობლებს შეხვდნენ და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს.