სარფის საბაჟოზე მოძრაობა შეფერხებული იყო

სარფის საბაჟოზე გადაადგილება შეფერხებული იყო, ამიტომ ცენტრალურ გზაზე რამდენიმე კილომეტრიანი საცობი იყო. მოქალაქეების თქმით, საზღვრის გადაკვეთას ვერ ახერხებდნენ. მიზეზი მათთვის უცნობია. როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, გადაადგილების შეზღუდვა თურქულის მხრიდან ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. უწყების ცნობით საზღავარზე მიმოსვლა რამდენიმე წუთის წინ აღდგა.