სარფში ქვათაცვენა ავტომობილების და ქვეითების გადაადგილებას საფრთხეს უქმნის.
კვარიათი-სარფის ცენტრალურ მაგისტრალზე ფერდდამცავი სპეციალური ბადეები რამდენიმე თვეა ჩამოშლილია. კლდეებიდან ცვივა ქვები და ხის ნაფოტები, რომლებიც საფრთეს უქმინის ქვეითად მოსიარულეებს და აზიანებს ავტომობილებს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სპეციალისტთა ჯგუფი აღნიშნულ მონაკვეთს მომდევნო კვირას შეისწავლიან.
აღნიშნულ მონაკვეთზე, კლდეზე სპეციალური დამცავი ბადეების მოწყობა 2017 წელს დასრულდა. ამავე წელს, დიდი ლოდების ჩამოშლის შედეგად, ბადეები დაზიანდა.
საგზაო დეპარტამენტმა ბადეების აღსადგენად 300 ათას ლარზე მეტი გამოყო, თუმცა მათი აღდგენა არ მომხდარა.
წყარო: ajaratv.ge