სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ და გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ელექტრონულ მონიტორინგს პროკურატურა განახორციელებს.
გადაწყვეტილება მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.









