სასამართლო სხდომა ციხის მშენებლობის საქმეზე ამ წუთებში მიმდინარეობს

ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა იმართება. საქმეში მოსარჩელე მხარეს , რჩეულიშვილის 7 ნომერში არსებული ამხანაგობა “იმედი”წარმოდგენს. სხდომას მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი უძღვება. დღევანდელი პროცესი 9 ივლისს გამართული გამწესრიგებელი სხდომის გაგრძელებაა, დაზუსტდა მოპასუხე მხარე და მას სპეციალური პენიტენციური დაწესებულების იურისტი წარმოადგენს. სპეციალურმა პენიტენციურმა დაწესებულებამ წარმოადგინა არგუმენტები, რომლის მიხედვითაც პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა, რეკონსრუქცია ან სხვა სახის მასთან დაკავშირებული მოვლენა შეიცავს საიდუმლო მასალებსაც, რის გამოც მედიის წარმომადგენლებს სხდომა უნდა დაეტოვებინათ. მოსამართლემ გაითვალისწინა მოპასუხის შუამდგომლობა და სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.