ქალაქში ერთ-ერთ ქუჩაზე თავშესაფრის გარეშე დარჩენილი შინაური ცხოველებისთვის სასმელი წყალი და საკვები გამოჩნდა. ესთეტიკურმა ცენტრმა “ირისემ” მიუსაფარი ძაღლებისთვის სპეციალური მოწყობილობა დადგა,საიდანაც უპატრონოდ დარჩენილ ცხოველებს ყოველდღიური საჭმლისა და წყლის მიღება შეუძლიათ.