საქართველომ ამერიკისგან, ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, ახალი ტექნიკა მიიღო

საქართველომ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით ამერიკელი ხალხისგან საჩუქრად ახალი მანქანები მიიღო.

მოსახლეობის თქმით, გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია,ფერმერები გასულ წელთან შედარებით მიმდინარე წელს უკეთეს მოსავალს ელოდებიან.

აზიური ფაროსანა წარმოადგენს მავნებელ მწერს,რომელიც იკვებება მასპინძელი მცენარეებით.მავნებელი საქართველოში 2016 წელს გავრცელდა და განსაკუთრებით დიდი ოდენობის თხილის მოსავალი დააზიანა.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილია სპეციალური ცხელი ხაზი.