საქართველოში ამინდი გაუარესდება

უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება.მოსალოდნელია წვიმა ელჭექით- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს .

„მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი სანაპირო კურორტებზეც. ტემპერატურა +23, +25 გრადუსამდე დაიკლებს. ზღვაზე კი იქნება 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე გამოიწვიოს წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში .