საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა

2019 წელს იანვარ-ივნისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასული წლის მონაცემებთან შედარებით შემცირდა . ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს .

სამსახურის ინფორმაციით , 2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ
(არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 968.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის
შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 1 775.4 მლნ.
აშშ დოლარი იყო (11.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4 192.9 მლნ. აშშ დოლარი (4.9
პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-ივნისში 2 417.4 მლნ.
აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტი შეადგინა.