საქართველოში საქონლის ხორცი 2 ლარით გაძვირდა

აქართველოში საქონლის ხორცი 2 ლარით გაძვირდა.

თბილისის აგრარულ ბაზრებში თუ ერთი თვის წინ ერთი კილოგრამი საქონლის ხორცის ყიდვა 18 ლარად იყო შესაძლებელი, ახლა 20 ლარი ღირს. შედარებით ძვირი ღირს ხორცი უბნის მაღაზიებში. ფერმერების თქმით, ფასის ზრდა საქონლის ხორცის დეფიციტმა გამოიწვია. დეფიციტის მიზეზად, ცოცხალი საქონლის ქვეყნიდან გაყვანას ასახელებენ.

ფერმერები საქონლის ხორცის კიდევ უფრო გაძვირებას ვარაუდობენ.

ცნობისათვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოდან სულ ექსპორტზე 127 139 სული მსხვილფეხა პირუტყვი გავიდა, აქედან 79 250 სულის ექსპორტი აზერბაიჯანში, ხოლო 47 889 სულის ექსპორტი ერაყში განხორციელდა.

წყარო: bpn.ge