საქართველოში საწვავი გაძვირდა.
ქვეყანაში მოქმედი ნავთობკომპანიების უმეტესობამ საწვავი გააძვირა. ამის მთავარი მიზეზი სავარაუდოდ ლარის გაუფასურებაა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ბოლო პერიოდში საწვავის საერთაშორისო ფასებიც გაიზარდა.
რეგულარის ტიპის ბენზინის ღირებულება 5 თეთრით გაიზარდა.
3-6 თეთრით გაიზარდა სხვა ტიპის ბენზინისა და დიზელის ფასებიც.









