საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა

ბათუმში, აღმაშენებილის #2 ნომერში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიფტში 4 ადამიანი იმყოფებოდა.

დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ექიმების თქმით, სამივე მათგანს მოტეხილობები ფეხის არეში აღენიშნებათ.

მეოთხე პირს სამედიცინო დახმარება არ დასჭირდა.