სახანძრო სამაშველო ჯგუფი ე.წ “სტამბოლის ბაზრის” ტერიტორიაზე(+ფოტო)

ე.წ “სტამბოლის ბაზრის” ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, ქარმა ელექტროსადენები დააზიანა, რის შემდეგაც სადენებს ცეცხლი გაუჩნდა.

ცეცხლი იმ შენობაში გაჩნდა, სადაც ნოემბრის თვეში ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები მუშაობდნენ.