ლენტეხში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 2 კი ქუთაისის საავადმყოფოში გადიყვანეს.
საავადმყოფოს დირექტორის თქმით, 2 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
ექიმის თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, სოკოს სახეობა.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.









