ხარაგაულის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს უძლიერეს კაცთა ნაკრების ტიტულოვანი ლიდერი, გიორგი დოინჯაშვილი ემსხვერპლა.
გიორგი დოინჯაშვილი რუსთაველი სპორტსმენი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გიორგი დოინჯაშვილი ევროპის უძლიერესი მამაკაცის ტიტულის მფლობელი იყო.









