სტიქიამ მარნეულის მუნიციპალიტეტს ზარალი მიაყენა

მარნეულის მუნიციპალიტეტში გასულ საღამოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა. სოფელ იმირში, წითელსოფელში, ხიხანში, მარადისსა და საიმერლოში სეტყვას ძლიერი ქარი ახლდა, რამაც სახლებს სახურავები დაუზიანა, აგრეთვე გაანადგურა ვენახები და ნათესები.

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა მარნეულის მერმა მოინახულა და ასევე, ის ადგილები დაათვალიერა, სადაც ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, განსაკუთრებული ზარალი მიაყენა ადგილობრივებს.

ამ დრომდე, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის სხვადასხვა სამსახურები. სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს.ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ადგილობრივ მოსახლეობას დახმარება აღუთქვეს.