სტუდენტებმა, შესაძლოა, მართვის მოწმობის გამოცდაზე შეღავათით ვეღარ ისარგებლონ

სტუდენტებმა მსუბუქი ავტომობილის მართვის მოწმობის აღებისას შესაძლოა, შეღავათით ვეღარ ისარგებლონ. ამის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უკვე წარდგენილია.

„სტუდენტი“-ს სტატუსის მქონე პირები სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფასურისგან მოპედისა და მსუბუქ კვადროციკლის გამოცდის შემთხვევაში გათავისუფლდებიან და შეღავათით სხვა კატეგორიის/ქვეკატეგორიის შემთხვევაში ვერ ისარგებლებენ.

ცვლილების თანახმად, პირის სტუდენტის სტატუსის დადასტურება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის მონაცემების შესაბამისად მოხდება, რომლის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან გამოთხოვის უფლებაც სააგენტოს მიენიჭება.