ნაგოია ბაშოს მესამე დღეს ქართველი ოძეკის ტოჩინიშინის მეტოქე კომოსუბი რიუდენი იყო. სეკიტორები აქამდე ერთხელ შეხვედროდნენ ერთმანეთს და ის დაპირისპირება ლევან გორგაძის გამარჯვებით დასრულდა.
ამჯერად, რიუდენმა იმარჯვა და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. მძლავრი შეჯახების შემდეგ, ორივე სპორტსმენმა ორთაბრძოლა ოშიძუმოში (ქამრის აღება) გადაწყვიტა. ბოლო მომენტში, რიუდენმა ტაქტიკურად სწორად იმოქმედა და ტოჩინოშინი უვატე ნაგეს ილეთით დაამარცხა.
ტოჩინოშინს სამი დღის შემდეგ სამი მარცხი აქვს. აშკარად ჩანს, რომ მიღებული ტრამვების გამო, გორგაძე ვერ ახერხებს შესაძლებლობების სრულად გამოვლენას. სწორედ დაზიანებული მუხლისა და მხრის მიზეზით, ლევანი არ არის ისეთი მძლავრი და ეფექტური და ვერ აჩვენებს ისეთ სუმოს, როგორსაც მან გულშემატკივარი მიაჩვია.