უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

დღეს საქართველოში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით +21 გრადუსი, ხოლო დღისით მაქსიმალური +26 გრადუსია ნავარაუდები, ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს. 16 ივლისიდან კი გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა ღამით +21 გრადუსი, ხოლო დღისით +29 გრადუსი იქნება. მზიანი ამინდი გაგრძელდება 17 ივლისსაც ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით+20 გრადუსი, დღისით მაქსიმალური +31 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე კი წამში 3-7 მეტრი იქნება.